Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იუნესკოს (UNESCO) შტაბ-ბინაში გამართულ ბიოეთიკის სამთავრობათაშორისო კომიტეტის სხდომას თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები დაესწრნენ

15 სექტემბერს იუნესკოს შტაბ-ბინაში (პარიზი, საფრანგეთი) გამართულ ბიოეთიკის სამთავრობათაშორისო კომიტეტის მე-14 სესიას, რომელიც ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტის 32-ე სესიისა და სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიების ეთიკის მსოფლიო კომისიის რიგით მე-14 სესიასთან ერთად გაიმართა დაესწრნენ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ასოც. პროფ. ნატო ფიცხელაური და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი პროფ. ნინო ჩიხლაძე.  ჩატარებული სესიების და საპანელო დისკუსიების თემას წარმოადგენდა ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დიგიტალურ გარემოში, ჯანდაცვასა და მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების, სინთეზური ბიოლოგიის,  კვანტური კომპიუტერების  და კოსმოსის ათვისების ეთიკური ასპექტები.  მუშაობა წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში და დასრულდა შემაჯამებელი რეკომენდაციების შემუშავებით. იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ქ-მა ოდრე აზულემ მადლობა გადაუხადა კომისიებს გაწეული საქმიანობისთვის.